Home
Category
TV Live Menu

მინისტრის მოადგილე: თურქეთთან ახალი შეთანხმება საქართველოში წარმოებული პროდუქციის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს

5818acc24a7bc
BM.GE
01.11.16 18:53
965
თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმება საქართველოში წარმოებული პროდუქციის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტის“ პირდაპირ ეთერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა.

„ეს ხელს შეუწყობს პროდუქციის დივერსიფიკაციას, ახალი პროდუქცია გაჩნდება ბაზარზე და ჩვენს ექსპორტიორებს ექნებათ შესაძლებლობა, დღეს რაც გააქვთ, ამის გარდა, გაიტანონ სხვა ახალი პროდუქცია, რომელსაც თავად შექმნიან“,- აცხადებს გენადი არველაძე.

თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება საშუალებას აძლევს ექსპორტიორებს, რომ საქართველოდან ევროკავშირში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქცია ყოველგვარი კვოტების გარეშე გაიტანონ, რისი საშუალებაც აქამდე არ არსებობდა. დიაგონალური კუმულაციის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ წელია მიმდინარეობს მხარეებს შორის და ის 2017 წლიდან ამოქმედდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day