Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მისო-ების წმინდა მოგება 32 მლნ-ით გაიზარდა - სექტორში არსებული მდგომარეობა

BM.GE
07.11.22 14:19
106

2022 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მეორე კვალტალთან შედარებით 32 065 183 მლნ ლარით მეტი წმინდა მოგება მიიღეს, რაც 81 232 218 ლარით განისაზღვრა. მეორე კვარტალში ეს თანხა 49 167 035 ლარი იყო. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის მესამე კვარტალში მისო-ების მთლიანი აქტივები 1,795 მლრდ ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 640,7 მლნ ლარს შეადგენდა. 

სების მონაცემებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 271,029 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 246,150 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 4,896 მლნ ლარი შეადგინა.

სტუმარი: გია პეტრიაშვილი - "ემ ბი სის" გენერალური დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day