Home
Category
TV Live Menu

მიტარბის სათხილამურო კურორტზე შესაძლოა რუმსის სასტუმრო გაიხსნას

58523b047ce74
ელენე გოგბერაშვილი
15.12.16 10:40
1317
ბაკურიანისა და მიტარბის სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას საქართველოს მთავრობასთან ერთად "თიბისი ჯგუფში" შემავალი კომპანია "ჯიარდისი" ახორციელებს. პროექტში "თიბისი ჯგუფის" მხრიდან 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს და მიტარბში თანამედროვე სტანდარტების კურორტი მოეწყოს. მაშინ, როცა "თიბისი ჯგუფმა’’ მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ განიხილება კურორტზე "რუმსის" სასტუმროს გახსნაც.

"რუმსის’’ სასტუმროების ქსელის მფლობელი "აჭარა ჯგუფის" ხელმძღვანელმა ვალერი ჩეხერიამ "ბიზნესკონტრაქტს" დაუდასტურა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ვმუშაობთ "თიბისი ჯგუფთან" და ვთანხმდებით რა ფორმით შეიძლება ვითანამშრომლოთ. მოლაპარაკებები მიდის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ გვაქვს", - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის სანდრო ონოფრიშვილის თქმით, მიტარბი იქნება კურორტი, რომლის მშენებლობა სივრცითი დაგეგმარების შემდეგ დაიწყება. მან არ გამორიცხა, რომ მიტარბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალოს.

"შეიძლება მიტარბში ესეც განხორციელდეს და გადაადგილება მოხდეს ელექტრო ავტომობილებით და საბაგირო გზებით. სოფელი მიტარბი იქნება ბრენდი, თუ როგორი შეიძლება იყოს სამთო კურორტი", - განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.

ფოტო

Subscribe to our news

Get the main news of the day