Home
Category
TV Live Menu

მიტარბში ახალი საბაგიროს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

57ab27e0ad5e3
BM.GE
10.08.16 17:10
1074
მიტარბში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, რაც ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხსეზონური სამთო კურორტის მშენებლობასა და განვითარებას გულისხმობს. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი დიდ სიკეთეს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ბაკურიანს კიდევ უფრო განუმტკიცებს საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო კურორტის სტატუსს. მისივე თქმით, მომზადდება მიტარბის დასახლების განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც კურორტის 10-15-წლიანი განვითარების დეტალურ კონცეფციას განსაზღვრავს. გეგმის მომზადებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, მიტარბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი მწარმოებლის -„დოპელმაიერის" საბაგირო.

მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, რაც იქნება ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია სამთო ტურიზმის აღორძინების კუთხით.

Subscribe to our news

Get the main news of the day