Home
Category
TV Live Menu

"მითები" აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ

5a17ee7d350f7
BM.GE
24.11.17 14:00
1164
პარასკევს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტზე ერთმანეთს ხვდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მეთაურები, ეს მოვლენა კი მედიის განუხრელად მზარდი ყურადღების ცენტრშია რეგიონში.

აღნიშნულის გათვალისწინებით ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურმა შეიმუშავა საინფორმაციო ბიულეტენი გავრცელებული „მითებით“ აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ. დოკუმენტის სათაურია „მითები აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ“ და მასში მოცემულია 10 ტიპური არასწორი წარმოდგენა ევროკავშირის ამ ინიციატივის შესახებ, რომლებიც ხშირად ვრცელდება ზოგიერთი მედია-საშუალების და ორგანიზაციის მიერ.

აღმოსავლეთ პარტნიორობა დაიწყო 2009 წელს პოლიტიკური კავშირის და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირსა და ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანას შორის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. დააჭირეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტის შესახებ.

მითებს შორის მოხვდა: აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის დაკავშირებული ევროკავშირთან დაახლოებაში; აღმოსავლეთ პარტნიორობა აძლიერებს რუსეთსის ინტერესებს; აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქმედო გეგმა წინააღმდეგობაში მოდის წევრი სახელმწიფოების სურვილებთან; ევროკავშირის თანხა კორუფციის გამო იკარგება; ევროკავშირის მოქალაქეები ვერ სარგებლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით და სხვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day