"მიუხედავად ჩვენი პოზიტიური მოლოდინებისა, კლიმატური პირობები გართულდა",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღის ბოლოს განაცხადა.
მისი თქმით, ამ წუთას სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს.
"ვცდლობთ, ღამის განმავლობაში გავაგრძელოთ მძიმე ტექნიკით მუშაობა, იმისთვის, რომ დილისთვს მოვემზადოთ და ჩავერთოთ ავიაციით. ასევე შევიძინეთ გარკვეული ახალი აპარატურა ცოცხალი ძალისთვის, რომ კერები ჩაქრობა მოხდეს.
დღის მეორე ნახევარში, მიუხედავად ჩვენი დილანდელი პოზიტიური მოლოდინებისა, კლიმატური პირობები გართულდა. იყო ძლიერი ქარი, ამიტომ გააძლიერა რამდენიმე კერა. ამ წუთას სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს. ვცდილობთ, რომ ღამის განმავლობაში გავაგრძელოთ მძიმე ტექნიკით მუშაობა, რათა დილისთვის მოვემზადოთ და დილით გავაგრძელოთ მუშაობა, ისევე როგორც დღეს მთელი დღის განმავლობაში, ავიაციის მეშვეობით. ასევე შევიძინეთ გარკვეული ახალი აპარატურა ცოცხალი ძალისთვის, რომ კერების ჩაქრობა მოხდეს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება შტაბის მუშაობა. დილით უფრო ცხადი სურათი გვექნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.