Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მივიღებთ თუ არა კიდევ ერთ "ლოქდაუნს" და რა იქნება შედეგები?

BM.GE
16.04.21 12:44
756
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება - ეს იქნება ნიშანი, რომ დაიწყოს საუბარი "ლოქდაუნზე", დახურვებსა და გამკაცრებებზე.

"არავის გვინდა, მკაცრი შეზღუდვების წინაშე დავდგეთ, ამიტომ აუცილებელია, დავიცვათ პირობები და ის რეკომენდაციები, რაც არის. პირველ რიგში, ვატაროთ პირბადე, უარი ვთქვათ დიდ თავშეყრებზე და გააქტიურდეს იმუნიზაციის გააქტიურება. ლოქდაუნის განხილვა ხდება, როდესაც ჯანდაცვის სექტორზე არის ძლიერი დაწოლა და იქ ერთ ინდიკატორზე საუბარი არ არის, რამდენიმე ინდიკატორის ერთობლიობაზე მიდის მსჯელობა“, - ეს განმარტება უკვე NCDC-ის ხელმძღვანელს ეკუთვნის.

როგორც სელიმ ჩაქირთან #BMG-სთან ინტერვიუში თქვა - საქართველოსთვის უკვე შემცირებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ ერთ ლოკდაუნს არ ითვალისწინებს.


Subscribe to our news

Get the main news of the day