"მივმართავ ორივე მთავრობას დროებით შეწყვიტონ უვიზო მიმოსვლა საქართველო-ისრაელს შორის", - ამის შესახებ ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე აცხადებს. მოშე საქართველოდან ისრაელში მოქალაქეების არალეგალურად შესვლის წინააღმდეგია და მთავრობებს საკითხის მოგვარების კონკრეტულ გზას სთავაზობს.
"ჩვენ ამ ინიციატივას მომავალ კვირას გავახმაურებთ და მივმართავთ ორივე მთავრობას პირველ ეტაპზე, დროებით შეწყვიტონ უვიზო მიმოსვლა საქართველო-ისრაელს შორის. ეს იქნება 100 დღე. ამ დროის განმავლობაში უნდა შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც იმუშავებს ამ საკითხის მოგვარებაზე. ტურისტულმა კომპანიებმა არ უნდა ივაჭრონ ადამიანებით და უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე, ხოლო ისარელმა უნდა გამოყოს კვოტა საქართველოდან სამუშაოდ ჩასული ადამიანებისთვის. თუ იქნება ორივე მხრიდან მზაობა, ჩვენ ამ საკითხს მოვაგვარებთ. სამუშაო ვიზები უნდა იყოს ცალკე, ტურიზმი ცალკე", - აცხადებს იციკ მოშე.