"მიწა, როგორც ძირითადი აქტივი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ეკონომიკურ აქტივობაში", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია. მისი განცხადებით ამ მიზნის შესასრულებლად სხვადსხვა სახის მიდგომები არსებობს, - როგორც შედარებით მკაცრი, ასევე ლიბერალური.
"მიწა, როგორც რესურსი, ეკონომიკურ აქტივობაში უნდა იყოს მაქსიმალურად და ეფექტურად გამოყენებული. მაშინაც, როცა შეზღუდვა მოქმედებდა, არსებობდა გარკვეული ინსტრუმენტები და მთავრობას ჰქონდა დისკრეცია, უცხოური მფლობელობისთვისაც ნებართვები მიეცა მაშინ, როცა ეკონომიკურად მიზანშეწონილობის არგუმენტს დაინახავდა. მე ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელდება“, - განაცახდა გახარიამ.