Home
Category
TV Live Menu

მიწის ამზომველების საქმიანობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება

56eaa8b2f1152
BM.GE
17.03.16 16:52
1087
ამზომველების საქმიანობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი.
 
"ყველა ამზომველმა − მიუხედავად იმისა, თუ რა განათლება აქვს მიღებული წარსულში − უნდა იცოდეს მიწის ნაკვეთის აზომვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საამზომველო საქმიანობას ვერ ჩაატარებს, რადგან სწორედ უზუსტო ნახაზების გამოა, რომ ძალიან ბევრ კერძო მესაკუთრეს აქვს გადაფარვების გამო დავა. ამიტომაც ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ის ამზომველები, ვინც გაივლის სერტიფიცირებას, და ამისათვის მათ რამდენიმეთვიანი პერიოდი ექნებათ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სერტიფიცირებულ ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს საკუთრება ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს "გადაფარვებისა" და საკუთრებაზე სასამართლო დავის წარმოშობის რისკს; ამასთან, მთავრობა შეიმუშავებს მიწის გარკვეული ფართობის აზომვის საფასურის დაფინანსებისათვის შესაბამის მექანიზმს.

Subscribe to our news

Get the main news of the day