სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველოში უცხოელებზე მიწის გასხვისება ხდებოდა, ამას სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის ბიძგი არ მიუცია. მინისტრი ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს და ამ საკითხზე მმართველ გუნდში ერთიანი პოზიციაა.
„გუნდში ამ საკითხზე სრული კონსესუსი არსებობს, ეს ეხმიანება მოსახლეობის განწყობასაც და ვფიქრობ ეს სწორიცაა. მიწა ძალიან შეზღუდული რესურსია, გლობალურად, მსოფლიოში მოსახლეობის ზრდასთან ერთად, მიწის რესურსი კიდევ უფრო აქტუალური და ღირებული ხდება, ამიტომ ამ რესურსს ყველა ქვეყანა უნდა უფრთხილდებოდეს და საჭიროა მყარი განაცხადი ამასთან დაკავშირებით.
კონკრეტული იურიდიული დეტალები კანონში დაზუსტდება. სასოფლო-სამურნეო მიწა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ის უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს.
ჩვენ ვართ ის სამინისტრო რომელიც ყველაზე მეტად არის დაინეტრესებული სოფლის მეურნების განვითრებით, თუმცა ბევრი წლის დაკვირვება აჩვენებს, რომ
მიწის გასხვისება ხდებოდა, მაგრამ ეს არ აძლევდა ბიძგს სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა მინისტრმა.