Home
Category
TV Live Menu

მიწისქვეშა გადასასვლელებში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა

58e395e82d637
BM.GE
04.04.17 16:44
879
შპს "თბილსერვის ჯგუფმა" მიწისქვეშა გადასასვლელებში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტების რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვაკის პარკის და ოპერის მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ ლიფტებს. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში შეკეთდა ძრავები, შეიცვალა ელექტრო სისტემა, მართვის პულტი და დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. შპს “თბილსერვის ჯგუფი“ მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობას 2016 წლის მაისის თვიდან ახორციელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day