მიწისქვეშა გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად კომპანიის შესარჩევი საერთაშორისო წინასაკვალიფიკაციო პროცესი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს. ამის შესახებ „საქმის კურსს“ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განუცხადეს.
გაზსაცავის მშენებლობა სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე იგეგმება და არსებული პროექტის მიხედვით, მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. გაზსაცავი ექსპლოატაციაში 2021 წლისთვის უნდა შევიდეს. პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინვესტიცია 250-300 მილინი დოლარია.