Home
Category
TV Live Menu

მიწისქვეშა გაზსაცავის საკონსულტაციო მომსახურებაზე ტენდერი ცხადდება

5a06d16205dfd
BM.GE
11.11.17 16:00
773
ნავთობისა და გაზის კორპორაცია ღია საერთაშორისო ტენდერს აცხადებს სამგორის სამხრეთ თაღზე მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებაზე.
კონსულტანტს ევალება გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური ზემოქმედების ანალიზის შემუშავება და პროექტთან დაკავშირებული სხვა კვლევების უზრუნველყოფა, აგრეთვე კვლევითი ფაზის დროს გარემოს, სოციალური, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული სამუშაოების მონიტორინგი და ზედამხედველობა პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის.

საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება 2018 წლის მარტში/აპრილში.

საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად შეირჩევა დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც ექნება მსგავს პროექტებში გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშების შემუშავებისა და სხვა მასთან დაკავშირებული კვლევის ანგარიშების შემუშავების დადასტურებული გამოცდილება.

სატენდერო წინადადებაში ვკითხულობთ, რომ სასურველია საკონსულტაციო კომპანიები, რომელთან გააჩნიათ რეგიონული გამოცდილება საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში და დსთ-ს ქვეყნებში. ამასთანავე, პრეტენდენტის საშუალო წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს 2.0 მილიონ ევროს ბოლო სამი წლის მანძილზე. კონსორციუმის ან ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში, საჭიროა საშუალო წლიური 3.0 მილიონი ევროს ოდენობის ბრუნვის წარმოდგენა ბოლო სამი წლის მანძილზე, სადაც წამყვანი პარტნიორის საშუალო წლიური ბრუნვა იქნება 1.7 მილიონ ევროზე მეტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day