"დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპული ინსტიტუტები საქართველოს მხარს უჭერენ", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
"მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, მათ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა.
დიდი მადლობა ყველას ვინც ამისთვის იშრომა საქართველოში და ევროკავშირში. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ სასურველ შედეგთან.
საქართველო ურყევად და შეუქცევლად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ამ გზაზე კიდევ ბევრი მიღწევა და შედეგი ელოდება ჩვენს ყველა მოქალაქეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში გატარებული რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
ჩვენ ასე თანამიმდევრულად განვაგრძობთ მუშაობას.
საქართველო ევროპაა და თანდათან ეს სულ უფრო საგრძნობი გახდება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის", - წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ჯანელიძე. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ შეჩერების მექანიზმტან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო.