საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ჯანელიძე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტებში გამოიკვეთოს ჩვენი საგარეო მიმართულება. ეს ყოველთვის იყო კიდეც და ვფიქრობ, ამ დანიშვნით კიდევ გაესმება ხაზი ჩვენი პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველ;ოს მომავლის მშენებლობის საქმეში. ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა პაპუნამ. ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში ლომის წილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. ასევე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში ის იყო მთავარი მომლაპარაკებელი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში’, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერის თანამდებობებს ასევე ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იკავებენ.