Home
Category
TV Live Menu

მიხეილ მაჭავარიანი: მოგების გადასახადი ჩვენს ქვეყანაში აღარ უნდა იყოს

579f38bc4b29e
BM.GE
01.08.16 15:54
1977
"თუ საქართველომ გააგრძელა განვითარდება საშუალოდ წლიწადში 3%-ით, 2030 წელს, იქნება იმ დონზე როგორც დღეს არის აზერბაიჯანი და გრენადა“, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა გადაცემაში "ბიზნესკონტრაქტი“ პარტიის ეკონომიკურ ხედვებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირდეს, ხოლო მოგების გადასახადი კი გაუქმდეს.

საქართველოში ეკონომიკური ზრდა შეჩერებულია, რაც არ უნად იტრაბახოს მთავრობამ.

ჩვენი გეგმის მიხედვით, უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი, დღეს ის 20%-ია და ჩვენი გეგმით უნდა ყოფილიყო 15%, მაგრამ უარი თქვა ქართულმა ოცნებამ. დღეს ვამბობთ რომ 10%-მდე უნდა შემცირდეს. რაც შეეხება მოგების გადასახადს, ჩვენ ვაპირებთ რომ ის გაუქმდეს. მოგების გადასახადი ჩვენს ქვეყანაში აღარ უნდა იყოს, უნდა გაუქმდეს.

ის მეწარმეები ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, ვინც დღეში ვაჭრობენ 240 ლარს, არ გადაიხდიან გადასახადს, დღეს ეს ზღვარი დაახლოებით სამჯერ ნაკლებია და დღეში 80 ლარს შეადგენს“, - განაცხადა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, პენსია 50 ლარით უნდა გაიზარდოს, რაც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე მოხდება, - მაჭავარიანის განცხადებით, ხარჯები დაახლოებით მილიარდი ლარით უნდა შემცირდეს.

"ახალი პროგრამით გვინდა ფინანსური პოლიციის გაუქმება და ამნისტიის გამოცხადება, ასევე უნდა მოხდეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია.
ეკონომიკურ დანაშაულზე ადამიანი ციხაში არ უნდა წავიდეს, გარდა განსაკუთრებით დიდი ოდენობისა.

რაც მეტი მდიდარი ადამიანი იქნება ქვეყანაში მით უკეთესია, მაგრამ მარტო ერთი მდიდარი არ უნდა იყოს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day