“ციფრები ყველაზე კარგი დიაოგნოზია. ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაფერი ნათელია, დიაგნოზი დასმულია’’-აღნიშნა გადაცემა “ბიზნესკონტაქტში’’ “ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა. მანვე განაცხადა, რომ ცდილობს არ უპასუხოს მთავრობას, მაგრამ არ გამოსდის.
“ვცდილობ, რომ არ ვუპასუხო მთავრობას, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაფერი ნათელია. დიაგნოზი დასმულია. არ ვიცი სამი წლის განმავლობაში რას ასწორებვდნენ და ვერ გაასწორეს. ფაქტია, რომ ციფრები ძალიან კარგი დიაგნოზია. ჩვენი ხელსიუფლებაში ყოფნისას 8 მილიარდიდან გასამმაგდა მთლიანი შიდა პროდუქტი, 26 მილიარდი გახდა. ამ ხელისუფლების პირობებში კი ყველაფერი უკუღმა წვაიდა. მათ 8 მილიარდი დააკლეს ეკონომიკას, მხოლოდ თავიანთი უნიათოობით. არ მინდა, რომ ვუპასუხო. თავიანთ შეცდომებსა და არაკომპეტენტურობას “ნაციონალურ მოძრაობას’’ აბრალებენ. ნუთუ არაფერი არ სმენიათ ფოთის პორტში რაც ხდება, რა დონის ბიზნესების და წილების გადანაწილება მიმდინარეობს. ბათუმის პორტში გადაზიდვებზე, ნავთობპროდუქტებში, ინტერნეტ ბაზარზე რა ხდება. არაფერი სმენიათ “პიქსელის’’ შენობაზე თავიდან ბიზნესს რომ ალაგებდნენ. უჩა მამაცაშვილზე, კალაძეზე ენერგეტიკაში და ტარიფების გაზრდაზე არაფერი არ სმენიათ? ეს ადამიანები არიან მძევლები იმ სიტუაციაში, რომელშიც აღმოჩნდნენ. ისეთი დაპირებები გასცესდა ვერც ერთი ვერ შეასრულეს. მაგალითად, ერთ-ერთი პენსია. ეს ადამიანები გზას კი არ ეძებენ, არამედ ყველაფერს აბრალებენ წარსულს. 3 წელი, 6 წელი, “ნაციონალურ მოძრაობა’’, საინტერესოა, საერთოდ პროგრამა თუ გააჩნიათ რას აპირებენ. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური პროგრამა. ესენი კიდევ ელემენტარულ რაღაცეებს ვერ აკეთებენ’’-აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა.