Home
Category
TV Live Menu

"მნიშვნელოვანია ჩინელი ინვესტორების დაინტერესება ანაკლიის პორტით"

5a54a6fa024cd
BM.GE
09.01.18 15:24
745
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩინელი ინვესტორების დაინტერესება ანაკლიის პორტითა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონით. ამის შესახებ მან სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. 

„ჩინეთის ელჩთან ჩვენ ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩინელი ინვესტორების დაინტერებაზე,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრის შემდეგ.

"აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს, სადაც ინტერესი გამოხატულია, მემორანდუმები გაფორმებულია და ვფიქრობთ, რომ მალე ეს ყველაფერი განხორციელდება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

აღნიშნული საკითხის შესახებ ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ განაცხადა, რომ ჩინური მხარე მიესალმება ჩინური კომპანიების მონაწილეობას ანაკლიის პროექტში.

Subscribe to our news

Get the main news of the day