"მნიშვნელოვანია იყო რისკიანი - თუ მხოლოდ იფიქრებ და რისკზე არ წახვალ, ვერასოდეს მიაღწევ წარმატებას. თუ გაქვს ნათელი ხედვა იმისა, სად გსურს ყოფნა და რისი კეთება გინდა, მიაღწევ შენს მიზნებს.“ - ნინო ზამბახიძემ დააარსა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფერმერთა გადამზადების ცენტრი, სადაც ადგილობრივ ფერმერებს თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს უტარებენ. ხელმძღვანელობს 3000-წევრიან საქართველოს ფერმერთა ასოციაციას (GFA), რომელიც ხელს უწყობს აგრო-ბიზნესსა და მეცნიერებაზე დაფუძნებულ მეორნეობას. ფერმერთა უფლებებისთვის ერთგული მებრძოლი საქართველოს სამეურნეო სექტორის გამოცოცხლებაზე მუშაობს და ფერმერობას საამაყო კარიერად აქცევს. ნინო ზამბახიძის მიზანი ფერმერთა ასოციაციის ინსტიტუციონალური გაძლიერება და ქვეყნის მასშტაბით გენდერულად თანასწორი ფერმერთა საბჭოს შექმნაა, სადაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან ეყოლება წარმომადგენელი.
US Embassy