Home
Category
TV Live Menu

"მნიშვნელოვანია, რომ მიწის შესახებ კანონმა სოფლის მეურნეობაში ინვესტირებას ხელი არ შეუშალოს"

59b651545d7f6
ნინო კვინტრაძე
11.09.17 13:00
777
"მნიშვნელოვანია, რომ მიწის შესახებ კანონმა სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირებას ხელი არ შეუშალოს",- ამის შესახებ "საქმის კურსს" ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქოუგილიმ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესი ორგანული კანონის ნახვას ელოდება, სადაც ყველა დეტალი იქნება გაწერილი.

"ჩვენ ველოდებით მიწის შესახებ კანონს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინვეტსორი მოვიზიდოთ ქვეყანაში. მიწებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა ეწერება ორგანულ კანონში. დეტალები სწორედ ორგანულ კანონში იქნება, რომელიც ჯერჯერობით არ გვინახავს. მნიშვნელოვანია, რომ მიწის შესახებ კანონმა სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირებას ხელი არ შეუშალოს",- განაცხადა მაიკლ ქოუგილიმ.

მან ასევე შეაფასა სასამართლო რეფორმის მიმდინარეობა და განაცხადა, რომ სასამართლოში კომერციულ დავებზე სპეციალიზებული პალატების შექმნა პროცესების გაჭიანურებას აღარ გამოიწვევს. მისი თქმით, ბიზნესდავებმა კომერციულ პალატებში უნდა გადაინაცვლოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day