Home
Category
TV Live Menu

მობილურებს ყველაზე პოპულარული ბრენდები მსოფლიოში

59f088ef630ba
BM.GE
25.10.17 16:51
1104
ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei გაყიდული სმარტფონების რაოდენობით ამერიკულ გიგანტს Apple უსწრებს.

ჩინური კომპანია მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული სმარტფონების რაოდენობით დაწინაურდა და მეორე პოზიციაზე დაიკავა ადგილი. ამ მიმართულებით Huawei-ს მხოლოდ სამხრეთ კორეული კომპანია Samsung უსწრებს, რომელიც სიის ლიდერია.

GSMArena-ის ინფორმაციით, Huawei-მ მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, 100 მილიონზე მეტი სმარტფონი გაყიდა, რაც კომპანიის შარშანდელ მაჩვენებელს 19%-ით აჭარბებს. ეს კი მიანიშნებს, რომ კომპანიას შანსი აქვს ამ მიმართულებით 2016 წლის რეკორდული მაჩვენებელი (140 მილიონი) გაიუმჯობესოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day