2015 წლის მეოთხე კვარტალში ინტერნეტ მომსახურებით მობილური აბონენტების 38.6%-მა ისარგებლა (2.14 მლნ აბონენტმა). მარეგულირებელი კომისიის წლიური ანგარიშის მიხედვით, მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის ოდენობა მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2015 წელს მან 14,558 ტერაბაიტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მონაცემს 189.3%-ით აღემატება. აღნიშნული, დიდწილად 2015 წელს მეოთხე თაობის მობილური ტექნოლოგიების (LTE) დანერგვით არის განპირობებული. გაიზარდა საშუალოდ ერთი მომხმარებლის მიერ მოხმარებული ინტერნეტტრაფიკის ოდენობა. თუ 2014 წლის ბოლოს იგი 303 მბ-ს შეადგენდა, 2015 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 738 მბ შეადგინა (189.3%-ით მეტი).