Home
Category
TV Live Menu

მობილური კავშირით უზრუნველყოფის ტენდერში სამივე კომპანიამ გაიმარჯვა

5a98e49b22a65
BM.GE
02.03.18 09:43
756
მობილური კავშირით უზრუნველყოფის ტენდერში სამივე კომპანიამ გაიმარჯვა. შესაბამისად, საჯარო მოხელეებს მობილური კავშირით მაგთი, ჯეოსელი და ბილაინი უზრუნველყოფენ.

260 ათასამდე საჯარო მოხელისთვის სატელეფონო მომსახურების შეძენის მიზნით ტენდერი წელს ორჯერ გამოცხადდა. პირველ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობაზე მაშინ ორივე ოპერატორმა - "მაგთიმაც“ და "ჯეოსელმაც" უარი თქვა, მიზეზად კომუნიკაციების კომისიის წერილი დასახელდა, სადაც კომისია მობილურ ოპერატორებს მიუთითებს, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღების და მომსახურების მიწოდების შემთხვევაში კანონს დაარღვევდნენ. აღნიშნულ ტენდერში მაშინ ერთადერთი განაცხადი "ბილაინისგან" შევიდა, თუმცა შესყიდვების სააგენტომ კონკურენციის არარსებობის მიზეზით ტენდერი შეწყვიტა.

მოგვიანებით, სახელმწიფოს მხრიდან, საჯარო მოხელეებისთვის მობილური კავშირის კორპორატიული ტარიფების გაზრდის შეთავაზება, მობილური ოპერატორებისთვის პოზიციის შეცვლის საფუძველი გახდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day