მობილური კომპანიები VS MVNO - ასოციაცია იურიდიული ბერკეტების გამოყენებას გეგმავს
BM.GE
19.01.22 18:41
• 457
მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები მსხვილ ოპერატორებთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში იურიდიული დავის დაწყებას გეგმავენ. მხარეები წლებია შეთანხმებამდე ვერ მიდიან - მსხვილმა მობილურმა კომპანიებმა - მაგთიკომი, სილქნეტი და ბილაინი - მცირე კომპანიებს მათი ინფრასტრუქტურის გამოყენების საშუალება უნდა მისცენ, რათა მათ ფუნქციონირება დაიწყონ. ოფიციალურად კი ასეთი ოპერატორი საქართველოში ამ დრომდე არ არის.