საქართველოს ტურისტულ იმიჯს საფრთხე ემუქრება. ბოლო რამდენიმე თვეა ტურისტები ერთმანეთს საქართველოში თავს გადამხდარ უარყოფით გამოცდილებას უზიარებენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მოგზაურები ჩივიან, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მათ არასრულწლოვანთა ჯგუფი თავს ესხმის და ძარცვავს. ძარცვის შემთხვევებს აქტიურად განიხილავენ ონლაინ პლატფორმებზე და პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ვინ და სად ესხმის თავს ტურისტებს, რა რეაგირება აქვს პოლიციას და რა გავლენა აქვს ამას ტურიზმის სექტორზე?