Home
Category
TV Live Menu

მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი წესის თაობაზე შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთათვის ღია კარის დღეებს გამართავს

587479fa53ce3
BM.GE
10.01.17 10:05
1108
მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი წესის თაობაზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთათვის 11 12, 16, 18, 20, 24, 26, 31 იანვარს, 12 საათზე ღია კარის დღეებს გამართავს. ღია კარის დღეები გაიმართება როგორც თბილისში, ასევე თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, მარნეულსა და ზესტაფონში.
ღია კარის დღეების ფორმატში, გადასახადის გადამხდელებისთვის მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი წესის შესახებ პრეზენტაციები გაიმართება. ასევე, კითხვა-პასუხის რეჟიმში, გადამხდელები მიიღებენ ამომწურავ ინფრმაციას აღნიშნული სიახლის შესახებ.

ღია კარის დღეები გაიმართება შემდეგ მისამართებზე:

რაიონი მისამართი
თბილისი ფინანსთა სამინისტრო ეზოში არსებული სათათბირო დარბაზი
ქ.თბილისი, გორგასლის 16
თელავი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის დარბაზი, ქ.თელავი. ქართული უნივერსიტეტის ქ.#1, I სასწავლო კორპუსი, II სართული
რუსთავი რუსთავის სერვის ცენტრი
ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. №36
ქუთაისი ქუთაისის სერვის ცენტრი
ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილი ქ. №5
ბათუმი ბათუმის სერვის ცენტრი
ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა
გორი საკრებულოს შენობის პირველი სართულზე
ქ. გორი, ფერაძის #5
ახალციხე ახალციხის სერვის ცენტრი
ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54
ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა IV სართული
ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა # 90
ოზურგეთი ოზურგეთის გამგეობის შენობა მე 2 სართული
ქ. ოზურგეთი, მ.კოსტავას #1
ფოთი ფოთის სერვის ცენტრი
ქ. ფოთი, დ. თავდადებულის ქ. №4
მარნეული გამგეობის სააქტო დარბაზი
ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. 73
ზესტაფონი გამგეობის შენობა, საკრებულოს სხდომათა დარბაზი
ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. 11, მესამე სართული

დეტალური ინფორმაცია მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ასევე შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე www.rs.ge
მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესი ე.წ. განაწილებული მოგების გადასახადი, რომელსაც გარკვეული კატეგორიის პირები გადაიხდიან, ძალაში 2017 წლის 1 იანვარს შევიდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day