სავაჭრო ცენტრებში მომხმარებელთა რაოდენობამ კოვიდამდე არსებულ მაჩვენებლებს გადაასწრო. როგორც მოლების წარმომადგენლები აცხადებენ, ზაფხულის განმავლობაში გაზრდილი ტურისტების ფონზე გაყიდვების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, საერთო რაოდენობის 30% კი ტურისტებზე მოდის.