Home
Category
TV Live Menu

მომავალ კვირაში ბაზარზე Shuchman Wines Georgia-ს მიერ წარმოებული ყურძნის წიპწის ზეთი გამოჩნდება

5878831a630b6
სალომე მეცხვარიშვილი
13.01.17 11:33
1875
მომავალ კვირაში ბაზარზე Shuchman Wines Georgia-ს მიერ წარმოებული ყურძნის წიპწის ზეთი გამოჩნდება. როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა, პროდუქცია პირველ ეტაპზე ღვინის მაღაზიებში გამოჩნდება.

როგორც ნუცა აბრამიშვილი განმარტავს, ზეთის დასამზადებლად ყურძნის წიპწა რთველის დროს მოგროვდა და ყურძნისგან წიპწის გამორჩევა ხელით მოხდა. ნუცა აბრამიშვილის თქმით, ამ პროცეში სეზონზე 60-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

„ეს არის 100%-იანი ბიო პროდუქტი. ყურძნის წიპწის ზეთი არის კარგი პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის მიკროელემენტებით. მისი შემადგენლობა ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, შესაბამისად, ადგილობრივი სპებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, გამოიყენება კულინარიაში, ქართულ კერძებს ძალიან უხდება“,- აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day