Home
Category
TV Live Menu

მომავალ წელს ბათუმის მერია ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს

58182c3f70933
დავით ჯალაღონია
01.11.16 09:43
1196
წლის ბოლომდე ბათუმის მერია ორი ახალი საბავშვო ბაღის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ბათუმის მერის მოადგილემ ალექსანდრე მითაიშვილმა განუცხადა.

"ჩვენთან საბავშვბო ბაღების ძალიან სერიოზული პრობლემაა და წელს გვინდა, რომ კიდევ ორი ბაღი შევმატოთ ბათუმს. ერთი ურეხის, მეორე კი ე.წ ბენზეს დასახლებაში. ამით შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში ბაღების დეფიციტს 90%-ით აღმოვფხვრავთ. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ბაღები ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურით აღვჭურვოთ", - განაცხადა მითაიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სკოლამდელი განათლება ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის მიმართულებებს შორის პრიორიტეტული იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day