Home
Category
TV Live Menu

მომავალ წელს გუდაურს ხელოვნური ტბა ექნება

581b3972a3b80
სალომე მეცხვარიშვილი
03.11.16 17:20
1185
მომავალ წელს გუდაურს ხელოვნური ტბა ექნება. როგორც "ბიზნესკონტრაქტთან" მთის კურორტების განვითარების ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა, ტენდერი ხელოვნური ტბის მოწყობასთან დაკავშირებით ზამთარში გამოცხადდება, სამუშაოები კი გაზაფხულიდან დაიწყება. პროექტისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც სანდრო ონოფრიშვილი განმარტავს, ხელოვნური ტბა შესაძლებელს გახდის გუდაურში სეზონი ნაადრევად გაიხსნას, რადგანაც ხელოვნური ტბა ხელოვნური გათოვლიანებისთვის არის საჭირო.

Subscribe to our news

Get the main news of the day