Home
Category
TV Live Menu

"მომავალი წლიდან დაგეგმილი გვაქვს რეფორმები, რომლებიც თვისობრივად შეცვლის საქართველოს საინვესტიციო გარემოს"

5734841b69a06
BM.GE
12.05.16 17:24
955
"მომავალი წლიდან დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც თვისობრივად შეცვლის საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ვფიქრობთ, შედეგად მივიღებთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მნიშვნელოვან დაჩქარებას, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას.
 
პრემიერის შეფასებით, კარგია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 3%-მდე ეკონომიკურ ზრდის პროგნოზი გადააფასა და 3,4%-მდე აწია.

"მე ვიტყოდი, რომ შეიძლება, უფრო მეტიც იყოს ზრდა წლის ბოლომდე, რადგან ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ვახორცილებთ, როგორც ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში, ასევე მთლიანად ვცვლით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების და სხვა პროექტების მენეჯმენტის სტრატეგიას. ვფიქრობთ, როგორც აღსრულების მექანიზმების დახვეწის კუთხით, ისე საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს იმიჯის გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად და იმ სტაბილურობით, რომლითაც საქართველო გამოირჩევა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ვფიქრობ, შევძლებთ, კიდევ უფრო ავწიოთ ზრდის მაჩვენებელი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day