Home
Category
TV Live Menu

მომავალი წლიდან ქართულ ბაზარზე ნესვის არაყი გამოჩნდება

57f795f26a96f
სალომე მეცხვარიშვილი
07.10.16 16:31
1140
მომავალი წლიდან ქართულ ბაზარზე ნესვის არაყი გამოჩნდება. ალკოჰოლური სასმელების წარმოებას კომპანია "ჯორჯიან სპირიტ კომპანი" იწყებს.

კომპანია საწარმოს საგარეჯოს რაიონში, სოფელ მზისგულში ააშენებს. როგორც პროექტის დირექტორი დავით თოდუა „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, ნესვის გარდა აწარმოებენ სხვა ხილისგან დაზადებულ ალკოჰოლურ სასმელებსაც, როგორიცაა ქლიავი, ჭანჭური, ატამი და ა.შ.

"ჯორჯიან სპირიტ კომპანი" ძირითადად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და ალკოჰოლურ სასმელებს ევროპაში გაიტანს. საწარმოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ საკითხზე კონკრეტულ ქვეყნებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

პროექტში მთლიანობაში დაახლოებით 200 ათასი ლარი ჩაიდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day