Home
Category
TV Live Menu

მომავალი წლიდან საქართველოში კერამიკული სივრცული აგურის წარმოება იწყება

58313c4aa13d7
ელენე გოგბერაშვილი
20.11.16 10:00
1397
მომავალი წლიდან საქართველოში კერამიკული სივრცული აგურის წარმოება იწყება. კერამიკული სივრცული აგურისა და დეკორატიული საფასადე ფილების წარმოება კომპანია "ოზურგეთ აგურის" ინოვაციური პროექტია, რომელშიც თიხის ვაკუუმირების შედეგად კერაიკული პროდუქციის მიღება მოიაზრება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი "ბიზნესკონტრაქტთან’’ აცხადებს, მათ 90 ათასი ლარის დაფინანსება "სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში აიღეს, მომავალი წლის დასაწყისიდან კი გეგმავენ წარმოების დაწყებას. "რამდენიმე კვირაში დავიწყებთ მშენებლობას და დანადგარების ინსტალაციას. გაზაფხულისთვის ვგეგმავთ წარმოების დაწყებას"-ამბობს შოთა მარგალიტაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day