Home
Category
TV Live Menu

მომდევნო წლიდან ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებები იგეგმება

5a0078527e3f8
BM.GE
06.11.17 19:00
898
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2018 წლიდან დაფინანსების მეთოდის შეცვლა არის დაგეგმილი. ’’საქმის კურსთან“ საუბრისას ზოიძე აღნიშნავს, რომ ოპერაციის საბაზრო ფასის დადგენის საფუძველი უცნობია, რადგან ხშირად, თავად კლინიკებსაც არ აქვთ სრულყოფილი ხარჯთაღრიცხვა.

’’საბაზრო ფასების გამოთვლა რის საფუძველზე ხდება ეს კერძო კლინიკებთან არის გასარკვევი, მათაც არ აქვთ ხარჯთაღრიცხვა კარგად გაკეთებული - თუ რა უჯდებათ რეალურად ის მომსახურება, რომელსაც კლიენტებს აწვდიან. ხშირ შემთხვევაში კონკრეტული მფლობელის ინტერესებით განისაზღვრება ხოლმე თუ რა ფასს ადებს ეს თუ ის კლინიკა გარკვეულ მომსახურებას. აღნიშნული სისტემა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, რომელიც რესურსტევადობას ითვალისწინებს, ანუ რეალურად რა დანახარჯი აქვს ამა თუ იმ კლინიკას თავისი პროფილისა და დონის მიხედვით კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე. ამაში შედის პერსონალის დროც და ის სამედიცინო მასალებიც, რაც გამოიყენება და ყველა ის სხვა ხარჯი, რომელიც მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საწარმოებლად არის აუცილებელი.

შემდეგ ქულათა სისტემა დგება. მაგალითად გერმანიაში სადაზღვევო კომპანიებს, ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის სამ წელიწადში ერთხელ მოლაპარაკება ხდება. გამოდის, რომ იქ ფასებს სამ წელიწადში ერთხელ ადგენენ.

ანალოგიური მექანიზმის შემოღებაზეა საუბარი. თუმცა, ეს ტარიფები საავადმყოფოს არ ავალდებულებს და მას შეუძლია თუ ოპერაციის რაღაც ნაწილს სახელმწიფო გადაიხდის, დამატებით პაციენტს დააკისროს დარჩენილი გადასახადის გადახდა. ჯანდაცვაში საბაზრო ფასების დადგენა ცოტა რთული თემაა, ასეთი ცნება არ არსებობს, რადგან ჯანდაცვის ბაზარი არასრულყოფილია და კონკურენცია ამ კუთხით შეზღუდულია ბევრი მიმართულებით“ - ამბობს აკაკი ზოიძე.

როგორც პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ექიმების ხელფასის ზრდა, რადგან დაბალი ანაზღაურების გამო, ერთდროულად ბევრ სხვადასხვა კლინიკაში არ მოუწიოთ მუშაობა.

’’საექიმო შეცდომის ალბათობას ზენორმირებული სამუშაო დღე ზრდის და ექიმს ექსტრემალურ პირობებში უწევს მუშაობა. დამატებითი არანაირი აკრძალვა ან შეზღუდვა არ იგეგმება. საუბარია იამზე, რომ ჩვენ ექიმებს პირობები შევუქმნათ, რომ მათ ღირსეული ანაზღაურება ქონდეთ იმ მუშაობის ფარგლებში, რომელსაც ისინი ნორმალურად დატვირთვის პირობებში ახორციელებენ“ - განაცხადა ზოიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day