Home
Category
TV Live Menu

მომდევნო წლიდან მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის ბიუჯეტი გაიზრდება

57c03f9ae8b64
BM.GE
26.08.16 17:08
1043
მომდევნო წლიდან ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის ბიუჯეტი გაიზრდება, - გარდა ამისა, როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სექტემბრიდან აღნიშნული სამსახურის რეორგანიზაცია დაიწყება. მისივე თქმით უწყების გაზრდილი ბიუჯეტი ქალაქში მეტი მწვანე სივრცის გაჩენისკენ იქნება მიმართული.
 
„მოვახდენთ ინიცირებას იმ საკანონმდებლო ცვლილებების რაც მზად არის და ხელს შეუწყობს ქალაქში საკომპენსაციო ღონისძიებებთან და სხვა მიმართულებებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას.

გთავაზობთ რომ გავამკაცროთ ადმინისტრაციული პროცედურები, ცალკეული დეველოპერული პროექტების განხორციელების შემთხვევაში ხეების ჭრასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნარმანიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day