Home
Category
TV Live Menu

მომსახურების სააგენტოს შემოსავლები 29%-ით გაიზარდა

5827270d2bc92
BM.GE
12.11.16 18:30
1015
2016 წლის 12 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხრა თვის ანგარიშის პრეზენტაციას, რომელიც სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხანიშვილმა წარადგინა.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მომსახურების სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სააგენტო მომავალშიც შეძლებს მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი პროდუქტების შექმნას და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების ეფექტიანად განკარგვას.
იანვარ-სექტემბრის პერიოდში, სააგენტოს შემოსავლებმა 5 230 776 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 29%-ით აღემატება. მომსახურების სააგენტოს შემოსავლების 11%-იანი ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი აქტიური მუშაობისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად იქნა მიღწეული. შედეგად, ბიუჯეტში დამატებით გადაირიცხა 800 000 ლარზე მეტი.

ამასთანავე, შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება შემდეგი მიმართულებებითაც: ვებგვერდის (www.eauction.ge) მომსახურება - 32,2%, საქონლის რეალიზაცია - 29,8%.


Subscribe to our news

Get the main news of the day