ვერტიკალური პარკინგების ქართველ მწარმოებელს რეალიზაციის პრობლემა აქვს. როგორც bm.ge-სთან კომპანია "რევერსის" ხელმძღვანელმა მალხაზ ცისკარიშვილმა განაცხადა, ჯერჯერობით არცერთი ვერტიკალური პარკინგის შეკვეთა არ ჰქონია, მიუხევადად იმისა, რომ დაინტერესება არის.
"არავის უნდა, რომ პირველი ნაბიჯი გადადგას და პირველი იყოს. ელოდებიან სხვებს, ჯერ მათ გამოსცადონ და შემდეგი ჩვენ ვიქნებითო",- ამბობს მალხაზ ცისკარიშვილი.
დაპირების მიუხედავად კომპანიას დაკვეთა ჯერ არ მიუღია არც საპარტნიორო ფონდისგან, რომელმაც თავის დროზე პროექტი 90 ათასი ლარით დააფინანსა.
მალხაზ ცისკარიშვილი ამბობს, რომ ქალაქში საპარკინგე პრობლემების მოსაგვარებლად ვერტიკალური პარკინგი კარგი გამოსავალია, რამდენადაც ობიექტი სულ 24 კვ.მ-ს იკავებს და 8-10 მანქანის ადგილი აქვს. მალხაზ ცისკარიშვილი ამბობს, რომ მათი ვერტიკალური პარკინგი 5,500 დოლარი ღირს, ჩინური და რუსული ანალოგების ფასი კი 7 ათასი დოლარიდან იწყება.
მისი იდეაა, ქალაქის მთავრობამ რამდენიმე ადგილზე (საცხოვრებელ ეზოებში, ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე, ჯიბეების სახით) მოეწყოს სანიმუშო პარკინგები. ამასთანავე, სანიმუშო პარკინგები შეიძლება მოწყოს ფლატეებსა და ფერდობებზე, რადგანაც კომპანია ამ ტიპის პარკინგებსაც აწარმოებს.
ვერტიკალური პარკინგის იდეა „სტარტაპ საქართველოში“ პროექტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდმა დააფინანსა.