Home
Category
TV Live Menu

momxmarebeli.ge: მაღაზიაში შეძენილ სათამაშოებში ფტალატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა

58aae5a630357
BM.GE
20.02.17 16:47
1265
სხვადასხვა ტიპის სათამაშოების შემოწმების პროცესში, ერთ-ერთ მაღაზიაში 2016 წლის 30 ნოემბერს, momxmarebeli.ge-მ სამი დასახელების სათამაშო შეიძინა: თოფები, მშვილდ-ისარი და საქსოვი რეზინების ნაკრები. სამივე სათამაშო გერმანიის ლაბორატორიაში მათში ფტალატების შემცველობის დასადგენად გაიგზავნა.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ორ სათამაშოში აღმოჩნდა ფტალატების გადაჭარბებული შემცველობა: დი-2-ეთილჰექსილფტალატის (DEHP), დი-იზონონილფტალატის (DINP) და დი-ბუტილფტალატის (DBP).

DEHP და DINP ფტალატების გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია (დაშვებული შემცველობაა არა უმეტეს 1მგ/გ). ხოლო ნივთიერება დი-იზონონილფტალატი (DINP) საშიშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათამაშოს ბავშვი პირში ჩაიდებს. საქართველოში ეს შეზღუდვები დაწესებული არ არის.

Subscribe to our news

Get the main news of the day