მომხმარებელს ონლაინ შეძენილი ნივთის 2 კვირაში უპირობოდ დაბრუნება შეეძლება
BM.GE
19.05.22 18:20
• 248
მომხმარებელი ონლაინ შეძენილი ნივთების უკან დაბრუნებას 2 კვირის ვადაში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე შეძლებს. ასეთ შესაძლებლობას მათ მომხმარებელთა უფლებების ახალი კანონი აძლევს, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება. კანონმა მომხმარებელი შეცდომაში შემყვანი რეკლამისგანაც უნდა დაიცვას, ამიტომ ბიზნესსუბიექტებს ევალებათ, მყიდველს ამა თუ იმ პროდუქტსა და მის ფასზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ. რას ითვალისწინებს წარმოდგენილი ცვლილებები და როგორ ხვდება ცვლილებებს კერძო სექტორი?