მინიმალური დანახარჯებით, სოციალური მედიის გამოყენებით, მომხმარებლის მოზიდვა და შენარჩუნება, - როგორია ციფრული მარკეტინგის ბოლო ტრენდი და როგორ ეხმარება ბიზნესებს განვითარებაში სოციალური ქსელები, - HR hub-ის ორგანიზებით საქართველოში ამ და სხვა თემებზე ტრენინგი საერთაშორისო სპიკერმა, და კონსულტანტმა კრის პერკსმა ჩაატარა, - კრის პერკსს ციფრული მარკეტინგის გამოყენების კუთხით უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Google, Nestle და Pepsi, - საკუთარი მიდგომებზე ის ბისნესკონტრაქტსაც ესაუბრა.
- საქართველოში ვიზიტით პირველად არ ხართ, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
- შთაბეჭდილებები საკმაოდ პოზიტიურია, საქართველოში ბევრ ადამიანს სურს ციფრული მარკეტინგის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს. მნიშვნელოვანია მოისმინო, როგორც განახორციელეს ეს სხვა კომპანიებმა სხვა ქვეყანაში იმისთვის რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვა. ჯეოსელში ვიყავი, ჯეოლაბში, განვითარების ტემპი, რომელსაც ვხედავ ფანტასტიურია. ყოველ ჩამოსვლაზე მეტი ინოვაცია მხვდება.
- რომელია საუკეთესო სამუშაო ადგილი თქვენთვის?
- Google-ში 4 წელი ვმუშაობდი, ჩემი შთაბეჭდილება "გუგლზე" მსგავსია ყველა ადამიანის შთაბეჭდილებისა. ეს ნამდვილად საუკეთესო კომპანიაა სამუშაოდ, ისინი წარმატებას აღწევენ ყველა ბაზარზე რომელზეც შედიან. რომ მკითხოთ რომელია მსოფლიში საუეთესო სამუშაო ადგილი გეტყვით რომ ეს Google-ია.
- რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მცირე ზომის კომპანიებისთვის ციფრული კომუნიკაციის განვითარება?
- ციფრული სტრატეგია გაჩვენებს მომხმარებლის ქცევის და განწყობის ცვლილებას. ჩვენ ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ და ფაქტიურად მუდმივად ინტერნეტ სივრცეში ვართ მისაწვდომები, - ფეისბუქში, ინსტაგრამზე... თუკი გსურს მომხმარებლის მოზიდვა, ეს იქიდან უნდა დაიწყო სადაც ისინი უკვე არიან, - ანუ ინტერნეტ სივრციდან.
- ციფრული მარკეტინგი საქართელოში განვითარების ეტაპზეა, განგვიმარტეთ რატომ უნდა ავირჩიოთ ის?
- ციფრული მარკეტინგი ციფრულია, თუმცა ის მაინც მარკეტინგია, - მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად გასატარებელი ღონისძიებები მსგავსია იმის რაც იყო მარეტინგის შექმნის პირველივე დღიდან: ჩვენ კვლავ ვაგზავნით მესიჯებს, გავლეანას ვახდენთ აუდიტორიაზე, ჩვენი გზავნილები სწორ დროს და სწორ ადგილზე უნდა მოხვდეს, ამასთან მნიშვნელოვანია რომ ეს მესიჯები სწორ კონტექსტში იყოს მომხმარებლისთვის მიწოდებული. დღეს ყველა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მობილურით იქნება ეს თუ კომპიუტერით. ჩვენ კი ბიზნესს ზუსტად იმ საჭირო ინფორმაციას ვაწვდით, რომელიც მათ განვითარებისთვის სჭირდებათ.
- რა არის ყველაზე დიდი შეცდომა ამ პროცესში?
- ყველაზე დიდი შეცდომა შეფასებისას ხდება. არასწორი საკითხების შეფასებას შეცდომამდე მივყავართ. ხალხი ზომავს ე.წ. ლაიკებს, ფოლოვერებს, და - ეს არ გვაძლევს სრულ მონაცემებს მომხმარებელთა ქცევის ცვლილებაში. ბევრი ბიზნესი ხარჯავს, დროს, რესურსს, ფულს იმისთვის რომ ეს მონაცემები შეაფასოს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ რა არის ლაიქის ღირებულება, რა არის ფოლოვერების ღირებულება...
- საუკეთესო მაგალითის მოყვანა თუ შეგვიძლიათ
- ბრიტანეთში ერთ-ერთ საფინანსო კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდებოდა თითოეული ახალი მომხმარებლის მოზიდვა, - 100-120 ფუნტი. როდესაც მათ დაიწყეს ციფრული სტრატეგიის და ტექნიკების გამოყენება, დაიწყეს ონლაინ რეკლამების განთავსება, ამ ყველაფერმა მათ კლიენტის მოზიდვის ღირებულება 15 ფუნტამდე შეუმცირა. ესაა შედეგი მომხმარებელთა ქცევის შესწავლის. შესაბამისად მათი ურთიერთობაც მომხარებლისადმი უფრო მეტად მომგებიანი გახდა.
- დამსაქმებელს როგორ ეხმარება სოციალური ქსელები სწორი კადრის მოძიებისას?
- ციფრული სამყარო ესაა მეტ ინფორმაციაზე წვდომა. თუ ცდილობთ მოძებნოთ პროფესიონალი გუნდი - ან კონკრეტული თანამშრომელი მაგალითად მენეჯერი, დეველოპერი, ან თუნდაც გაყიდვების სამსახურის წარმომადგენელი, - თქვენ შეგიძლიათ უამრავ ადგილზე ეძებოთ ეს ადამიანები. შედეგად, მანამ სანამ მასთან უშუალო პირისპირ კომუნიკაციას დაამყარებთ, მასზე ბევრი ინფორმაცია გექნებათ: ამით კი იზოგება დამსაქმებლის დრო და დანახარჯი. გადამწყვეტი ამ შემთხვევაში განათლებაა, უნდა ენდოთ მანამ სანამ ინვესტორებას მოახდენთ, და საუკეთესო რჩევა ამ ნდობისთვის არის განათლება იმ უპირატესობებზე რაც მოაქვს ციფრულ სამყაროს.
ტელევიზია დღეს კვლავ ძალიან აქტუალური წყაროა ინფორმაციის გავრცელების. ასევეა ბეჭვდური საშუალებებიც რეკლამის განთავსებისას, ამიტომ თავდან მცირე ნაბიჯები უნდა სცადოთ ციფრულ სამყაროში, - აკეთეთ ის პარალელურად ტრადიციული მარკეტინგული საშუალებებისა. ციფრული მარკეტინგის გამოყენება არ ნიშნავს რომ აუცილებლად უნდა ჩაანაცვლო ის ხერხი რომელსაც იყენებდით. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული სატელევიზიო რეკლამის ძალა, ციფრული სამყარო კი ძალიან სწრაფად ცვალებადია.
- ინტერნეტზე წვდომა ყველას არ აქვს, შესაბამისად პროცესის სუსტ მხარეს ხომ არ ვხედავთ?
- ყველაფერი პროპორცულ წვდომაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა საქართველოში ინტერნეტთან წვდომა ნაკლებ ადამიანს აქვს, ვიდრე ეს ბრიტანეთშია, მაგრამ ეს ციფრი არ შემცირდება, ის მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. ზრდა კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში უფრო მეტად მაღალი იქნება, ვიდრე სხვაში. სწორედ ამით შეგიძლიათ გახვდიდეთ და მიწვდეთ ზუსტად იმ აუდიტორიას, რომელიც თქვენი სამიზნეა.