Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მომხმარებლის უმრავლესობა VELI.store-ის ირჩევს - ელ.კომერციის კვლევის შედეგები

BM.GE
14.07.23 12:32
59
მომხმარებლის ყველაზე დიდი ნაწილი ქართული ელ.კომერციის ბაზარზე VELI.store-ს ირჩევს - ელექტრონული კომერციის კვლევის შედეგები. იქომერს ასოციაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებში, ველი ლიდერის პოზიციას იკავებს. კვლევა კვლევითმა და საკონსულტაციო კომპანია „ანოვამ“ ჩაატარა სადაც ვკითხულობთ, რომ მომხმარებლების 12%-ს, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ერთხელ მაინც გამოუწერია VELI.store-იდან. ამ ადამიანების 9% კი, ყველაზე ხშირად სწორედ ველის მოიხმარს. კვლევის მიზანი ონლაინ შესყიდვებთან ასოცირებული სამომხმარებლო პრეფერენციების დადგენა იყო. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, სატელეფონო ინტერვიუს ფორმატში, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის, 18-61 წლის ჯამში 600 მაცხოვრებელი გამოიკითხა. 

სტუმარი: არჩილ ფირიაშვილი - VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day