Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მონეტარული პოლიტიკა - გავლენა ეკონომიკაზე / რა გაზრდის ეკონომიკას?

BM.GE
01.04.22 13:13
426
კვირის მთავარი მოვლენა საქართველოს ეკონომიკისთვის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გახდა. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 11%-მდე გაზარდა. 

ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომით და გლობალურ ბაზარზე ენერგომატარებლების გაძვირებით ახსნა და თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ეს ახალი შოკია, რის გამოც ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, ამიტომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

რა შედეგის მომტანია ეს გადაწყვეტილება მოკლე, საშუალო და უფრო გრძელ ვადაში? 

მყისიერი შედეგი ის არის, რომ 190 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა. 2022 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 191 800 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ განაკვეთი იზრდება, სესხიც ძვირდება. 


სტუმრები: ირაკლი ერაძე - ფინანსისტი;
ნინო ევგენიძე - EPRC - აღმასრულებელი დირექტორი;
ირაკლი ჟვანია - „ქუდოს ჯორჯია“-ს მმართველი პარტნიორი;



Subscribe to our news

Get the main news of the day