სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ს მიაჩნია, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება, მის ეკონომიკას ზიანს მიაყენებს, კერძოდ კი სავაჭრო და საინვესტიციო სფეროებს. "გასვლა ნეგატიური ფაქტორი გახდება ვაჭრობისთვის და ინვესტიციებისთვის ბრიტანეთში, მისი მჭირდო კავშირების გათვალისწინებით ევროკავშირში, როგორც ერთადერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორთან, - განაცხადა სარეიტინგო სააგენტოს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა კატრინ მიუელბრონერმა. სააგენტოში ასევე მიაჩნიათ, რომ ასეთი ნაბიჯი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის შემცირების რისკს შეიცავს.