Home
Category
TV Live Menu

Moody’s-მა თიბისი ბანკს განახლებული რეიტინგი მიანიჭა

59ba257e0a421
BM.GE
14.09.17 10:44
1071
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა TBC ბანკს რეიტინგი გაუუმჯობესა. Moody's-მა ბანკის დეპოზიტების რეიტინგი ადგილობრივ ვალუტაში Ba3 -დან Ba2 -მდე გაზარდა, უცხოურ ვალუტაში კი B1-დან Ba3 -მდე. სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზი კვლავ „სტაბილურია“.

ბანკის რეიტინგის ცვლილებაზე გავლენა იქონია Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებამ , - Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა. სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს (Ba3) 2010 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა.

Subscribe to our news

Get the main news of the day