Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მოპედებისთვის სავალდებულო მართვის მოწმობის აღება ნებაყოფლობით უკვე შესაძლებელია

BM.GE
08.12.21 12:05
497
6 დეკემბრიდან მოქალაქეებს მოპედის მართვის უფლების მიღების შეძლებლობა მიეცათ. მართალია, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო 2022 წლის 28 მარტიდან გახდება, თუმცა მოქალაქეებს საჭირო პროცედურების გავლა 6 დეკემბრიდან ნებაყოფლობით უკვე შეუძლიათ.

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მოპედი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას არ წარმოადგენს და მისი მართვა ყოველგვარი მართვის მოწმობის გარეშეა შესაძლებელი. ცვლილებების მიხედვით კი მოპედი მოექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების განმარტებაში და მასზე იგივე რეგულაციები გავრცელდება, რაც სხვა, ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება.

მოპედის მართვისთვის საჭიროა ახალი „AM“ კატეგორიის მართვის მოწმობის აღება, რომელიც 16 წლის ასაკიდან გაიცემა, მისი აღება კი მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარების გზით არის შესაძლებელი.

ცვლილებებს დადებითად აფასებენ მოპედების რეალიზატორები, თუმცა, bm.ge-სთან ამბობენ, რომ მოკლევადიან პერიოდში აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა მოპედებზე მოთხოვნა შეამციროს, მაგრამ მათი განმარტებით, მოთხოვნა შესაძლოა, ელექტროსკუტერებზე გაიზარდოს.

სტუმარი: გიორგი მონავარდისაშვილი - კომპანია "scoot scoot" დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day