კომპანია Moped.GE რამდენიმე წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოპედების საცალო გაყიდვებში ჩაერთო, თუმცა იმპორტის და ადგილობრივი მომსახურების 10-წლიანი გამოცდილება აქვს. 2019 წელიდან მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ სამუშაო სტრატეგია შეცვალა და საქართველოში მოპედის მოყვარულებისთვის უნიკალური პრემიუმ ბრენდების სკუტერების შეთავაზება გადაწყვიტა.