იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მიკროელექტროსადგურები აქვთ სპეციალური წამახალისებელი ზომები იქნება მიღებული, - პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მოქალაქეების მიერ ელექტროენერგიის გაყიდვიდან მირებული შემოსავალი აღარ დაიბეგრება.
"ჩვენ გვინდა, მწვანე ენერგია მაქსიმალურად წავახალისოთ და მოქალაქეების მიერ მიკროელექტროსადგურების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა გაიყიდოს ისე, რომ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ დაიბეგროს“, - განაცხადა პრემეირმა.