Home
Category
TV Live Menu

მოქალაქეებს თბილისის გენერალურ გეგმაში შენიშვნების შეტანის შესაძლებობა მიეცემათ

58dbafd90f2c4
BM.GE
29.03.17 16:54
945
მოქალაქეებს თბილისის გენერალურ გეგმაში შენიშვნების შეტანის შესაძლებობა მიეცემათ-ამის შესახებ "საქმის კურსს" "სითი ინსტიტუტის საქართველოს" ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, 30 მარტს ერთი დღით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გენერალური გეგმის ვიზაულური მასალა გამოიფინება და ყველა დაინტერესებულ პირს შენიშვნების გაკეთების შესაძლებლობა მიეცემათ.

"ვიზუალური მასალა რაც იქნება გამოფენილი, მთლიანად უკავშირდება ჩვენს კონცეპტუალურ წინადადებას, რომელიც მერიაში შევიტანეთ. ესაა სამი სახის, კონცეპტუალური ქალაქი, მწვანე ქალაქი და სატრანსპორტო"-აცხადებს სალუქვაძე.

მისივე თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკის შემდეგ ვიზუალური მასალა სხვა საგამოფენო სივრცეებში გადაინაცვლებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day