Home
Category
TV Live Menu

მოქალაქემ სახელმწიფოს სასამართლო დავა მოუგო - დიდი ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორია მეპატრონეს დაუბრუნდა

58de33882c1e5
BM.GE
31.03.17 14:44
1036
კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული 3 წლიანი დავა მოქალაქე გ.ქ.-ს და სახელმწიფოს შორის მოქალაქის გამარჯვებით დასრულდა. მესაკუთრის ინტერესებს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი, ოლიკო შერმადინი იცავდა.


სასამართლოს გადაწყვეტილებით დიდი ლილოს ტერიტორიაზე მდებარე 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება აუდიტის შეფასებით მილიონ ნახევარი ლარია, მოქალაქე გ.ქ.-ს საკუთრებაში დაუბრუნდა.


მოქალაქე გ. ქ. - მ და 17-მა მოიჯარემ აღნიშნული ნაკვეთი 2006 წელს სახელმწიფოსგან აუქციონის წესით შეიძინეს და ყველა წესის დაცვით საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს, თუმცა, 2010 წელს, ეს ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრიდა და მასზე ნაგავსაყრელი მოეწყო.


3 წლიანი დავის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა. ბათილად იქნა ცნობილი მოქ. გ.ქ.-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციისა და თანმდევი გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრს დაევალა გ.ქ.-ის განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელება.


გ.ქ. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აპირებს სახელმწიფოსაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვას.

Subscribe to our news

Get the main news of the day